ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ ხელზე დაუმაგრეს. პრობაციის სამსახურის თანამშრომლების განმარტებით სამაჯური ნიკა მელიას სახლიდან გასვლასა და შემოსვლას დააფიქსირებს.

"მეცინება, ღიმილისმომგვრელია არა, უფრო მეტიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. არის კონტაქტი, ვის სჯერა, რომ ეს მარტო აკონტროლებს გადაადგილებას, მტერმა ისაუბრა ახლა იმ საკითხებთან დაკავშირებით მაჯაზე ამ სამაჯურით, როცა არის მაღალი ალბათობა, რომ არათუ მხოლოდ კონტროლდება შენი გადაადგილება, არამედ საფუძვლიანად ისმინება. რა დააყენეს აქ, კაცმა არ იცის", — განაცხადა ნიკა მელიამ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ძალაში დატოვა. ამავე განჩინებით, მელიას შეზღუდვის ახალი სახე ელექტრონული მონიტორინგი დაემატა. ამ მიზნით, მელიას ელექტრონულ სამაჯურს, როგორც წესი, ფეხზე დაუმაგრებენ.

საქალაქო სასამართლოს განჩინება

27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ მას სხვა შეზღუდვების დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვს. მას ედავებიან ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას.