"სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის ჩვენ მსგავსი დასკვნები, რომელებიც ეყრდნობა ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას", — ასე შაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს გენოციდში დადანაშაულება.

პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას ისტორიული ფაქტები დაამახინჯა და ამტკიცებდა, რომ კუპანტი არა თავად, არამედ საქართველოა. ის ირწმუნებოდა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. გარდა ამისა, საქართველო ოსების გენოციდში დაადანაშაულა.

ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ მთავარია სამყარო და საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული.

"ჩვენი ამოცანა არის, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშავოთ ჩვენ თანამეგობრობასთან, სამყაროსთან, მსოფლიო თანამეგობრობასთან, რომელიც მნიშვნელოვანია იყოს ინფორმირებული თითოეული ნიუანსია, მათ შორის ისტორია", — განაცხადა მან.

ამ განცხადებამდე ბახტაძემ გუშინ, 10 ივლისს შეაფასა პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციების არდანიშვნის შესახებ. მან განაცხადა, რომ "ხალხთა შორის ურთიერთობაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს".