საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თელავისა და გურჯაანის მევენახეები გომბორის გადასახვევთან არიან შეკრებილები. ტელევიზიის ცნობით, ისინი ღვინის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამონათქვამებს აპროტესტებენ.

მაუწყებლის გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა კახეთს და ქართულ ღვინოს. მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ტელევიზიის შენობასთან აპირებენ მისვლას.

ნიკა გვარამიამ გადაცემა კვირის აქცენტებში ექსპორტიორები შეურაცხმყოფელად მოიხსენია და განაცხადა: "რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო".