კიევში ტელეკომპანია 112 უკრაინას შენობას ყუმბარა ესროლეს. ინფორმაციას და ფოტომასალას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო UNIAN ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო. თავდასხმის მოტივი უცნობია.

გამოცემა წერს, რომ აქტივისტები ტელეკომპანიის მიერ ოლივერ სტოუნის ფილმის აღმოვაჩინოთ უკრაინა ჩვენებას აპროტესტებენ. მათივე ინფორმაციით, ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორი ვიქტორ მედვედჩუკია, რომელიც ვლადიმერ პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსი პოლიტიკოსია.

ფოტო: UNIAN