3 რჩევა მათთვის, ვისაც ვარჯიშის დაწყება სურს და არ იცის როგორ მოიქცეს
ვარჯიშის დასაწყებად ხანდახან აბონიმენტის შეძენა სულაც არაა საკმარისი. მთავარი "შესაძენი" ამ დროს ნებისყოფა და იმის გადაწყვეტაა, რომ შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გჭირდება, რისთვისაც აუცილებლად უნდა გამონახო დრო.
ვარჯიშისთვის ენერგია გვჭირდება და გასათვალისწინებელია კვების წესიც. პროდუქტები, რომლებიც განსაზღვრულ დროს უნდა მიიღო, შესაბამისი ოდენობით. ასე იქცევიან ათლეტებიც, რომლებმაც იციან, რომ სითხეს, რომელსაც ორგანიზმი ვარჯიშისას კარგავს, ბალანსი სჭირდება.
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ვარჯიშის დაწყებამდე, მის განმავლობაში და დასრულების შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ და რომლებიც თქვენს თავზე ზრუნვაში დაგეხმარებათ:
1. "შეავსე საწვავი"
ამის გარეშე ვარჯიში სხეულისთვის იგივე იქნება, რაც საწვავის გარეშე მანქანის მართვა. ვარჯიშს საკმარისი ენერგია სჭირდება და თუ ორგანიზმს საჭირო მინერალებით არ მოამარაგებ, კალორიების დასაწვავად შენს შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოიყენებ.
იდეალურ შემთხვევაში, ვარჯიშამდე 2 საათით ადრე ჯანსაღი ნახშირწყლები უნდა მიიღო და არც წყლის დალევა არ უნდა დაგავიწყდეს. შეგიძლია გამოიყენო ისეთი პროდუქტები, როგორიცაა უცხიმო მაწონი, ხაჭო, იოგურტი, ყავისფერი ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული, ხორბლის ტოსტი, მოხარშული კვერცხი...
მოერიდე ცხიმით გაჯერებულ კერძებსა და ჭარბი ოდენობით ცილებს, თუნდაც ჯანსაღს, რადგან ასეთი პროდუქტების სწრაფად გადამუშავება კუჭს უჭირს, ამ პროცესში კი მათი წყალობით ორგანიზმს — ჟანგბადი და კუნთებს ენერგიის შემავსებელი სისხლი აკლდება.
თუ ვარჯიშამდე 5-10 წუთია დარჩენილი, შეგიძლია ისეთი ხილი მიირთვა, როგორიცაა ვაშლი ან ბანანი, ისიც მცირე ოდენობით.
სწორად კვების მიზანი ერთი რამაა — ადვილად გადამუშავებადი ნახშირწყლების მიღების შემთხვევაში ინერტულობას არ იგრძნობ.
2. შეისვენე რამდენიმე წამით
არ აქვს მნიშვნელობა, პროფესიონალი მოვარჯიშე ხარ თუ დამწყები, ვარჯიშს თან ერთი ოქროს წესი აქვს — სხეული, რომელიც ოფლად იღვრება, დატენიანებული უნდა დარჩეს, რისთვისაც რამდენიმეწამიანი შესვენებები და 1-2 ყლუპის მოსმა საკმარისია.
თანამედროვე სამყაროში სავარჯიშო დარბაზში დიდი ცდუნებაა, სქროლვას გადაყვე და გახურებული კუნთები ისე გააცივო, რომ ვარჯიში წყალში ჩაგეყაროს. ასე რომ, ტელეფონთან ზომიერი დამოკიდებულების შენარჩუნება უნდა შეძლო.
3. ვარჯიშის შემდეგ...
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ორგანიზმს სითხე სჭირდება, ყველაზე მეტად კი წყალი, ან დაბლენდერებული ფორთოხლის წვენი წყალში შერევის შემდეგ, რომელიც ორგანიზმს ატენიანებს და სასარგებლო ნახშირწყლებით ავსებს.
სასარგებლო ნახშირწყლები კი კუნთების გასამკვრივებლად აუცილებელია, თუმცა მათი დიდი ნაწილი ვარჯიშის დროს იწვება. კუნთების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ცილოვანი საკვები. ვარჯიშიდან 20-60 წუთის შემდეგ, შენი კუნთები ცილებსა და ნახშირწყლებს კვლავ ენერგიად გამოიყენებს.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს რჩევები საკმაოდ ზოგადია, თუმცა ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებული მონელების სისტემა აქვთ და ამის გარდა, ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ვარჯიშებს აკეთებ.
ასე რომ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საკუთარი თავისთვის ის დიეტა და ვარჯიშები უნდა შეარჩიო, რომელიც ინდივიდუალურად შენზეა მორგებული. ამაში ტრენერი და სპეციალისტი დაგეხმარებიან, მთავარია, რომ შენ მონდომება არ დაიშურო.
მოძრაობა #ეკოისტი
სტატია, რომელიც წაიკითხე, მოძრაობა #ეკოისტის ფარგლებშია შექმნილი. #ეკოისტი არის ჯიპიაის ლოიალობის პროგრამა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ, ეკომონეტებს გადაუხდის მის ნებისმიერ მონაწილეს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, აღმოაჩინოს, შემოიკრიბოს და დააჯილდოოს ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური ეკოქცევებით, ზრუნავენ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოზე.
ჩამოტვირთე აპლიკაცია და შეუერთდი ეკოისტებს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები