ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო მიმართულებით აღმასრულებელ დირექტორად ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხვიტავა On.ge-სთან საუბრისას ადასტურებს.

ცხვიტავას დანიშვნას წინ უსწრებდა არხზე გენერალური დირექტორის შეცვლა. გიორგი ბახტაძე ელდარ მდინარაძემ შეცვალა.

იმედში გადასვლამდე ცხვიტავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდა, მანამდე კი მეცხრე არხზე.