თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კომპანია სისტრას გადაწყვეტილებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსის ზოლები შუაში განთავსდება. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.

"კომპანია სისტრამ, რომელიც მუშაობს ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ავტობუსის ზოლები ქუჩის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. შესაბამისად, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, თავისი გაჩერებებით, ამრიდი ზოლებით, ზებრა გადასასვლელებით, რომ ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებენ, შეძლონ გაჩერებიდან ქუჩის ერთ ან მეორე მხარეს გადასვლა", — თქვა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის ორივე მხარეს ველობილიკები მოეწყობა.