საპენსიო სააგენტომ 11-თვიანი მუშაობის განმავლობაში 2 120 387 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-მ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

უწყებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სააგენტომ თეთრების სიზუსტით აითვისა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.

ამ თანხის ნახევარზე მეტი, 1 306 731 ლარი დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება იყო. გაწეული ხარჯების ხუთეულში მოხვდა "ძირითადი აქტივების შეძენა" (335 366 ლარი), ოფისის იჯარა (108 970 ლარი) და რეკლამის ხარჯი (105 366 ლარი).

შენიშვნა: მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ხარჯები 9 თვეს მოიცავდა. სააგენტომ დააზუსტა, რომ მონაცემები 11 თვეს ასახავს, თუმცა თანხა 9 თვის განმავლობაში გადაირიცხა.

ამავე თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე — მოკლედ