სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ ამ საკითხზე რამდენიმე წუთის წინ მიიღო გადაწყვეტილება.

გირაო 5 000 ლარია. ამ თანხის გადახდით მას საქმეზე ბრალი არ ეხსნება. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკა ასეთია.

მას პროკურატურა 20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობას ედავება. ის 25 ივლისს დააკავეს, 27 ივლისს კი სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.