თვალი თვალის წილ: ჰონგ-კონგის აეროპორტში მთავრობის ძალადობას თვალის ახვევით აპროტესტებენ
ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა გაუქმდა მას შემდეგ, რაც ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა პოლიციის ძალადობის შესახებ მსოფლიოსთვის მოსაყოლად აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს.
ახლობლებისა და მეგობრების ღიმილის ნაცვლად, ჰონგ-კონგში ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში ათასობით აქტივისტი ხვდებათ, რომლებიც სკანდირებენ: "იბრძოლე ჰონგ-კონგისთვის, იბრძოლე მშვიდობისთვის".
მათ უმეტესობას ანტისამთავრობო მოძრაობისთვის დამახასიათებელი შავი სამოსი აცვია, ზოგიერთი ჩაფხუტებსა და გაზისგან დამცავ ნიღბებს ატარებს.
პროტესტის მონაწილეების უმეტესობამ ორშაბათს ახალი "აქსესუარი" დაიმატა. ისინი იხვევენ ცალ თვალს, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ ქალს, რომელმაც რეზინის ტყვიით მხედველობა დაკარგა.
ფოტო, სადაც ქალი წევს ქვაფენილზე და სახე სისხლით აქვს მოთხვრილი სოციალურ ქსელში საოცარი სისწრაფით გავრცელდა. დემონსტრანტებმა შექმნეს ბანერი "თვალი თვალის წილ".
"პოლიცია გვკლავს, აქ უსაფრთხო არაა", — ამბობენ ისინი. აეროპორტის კედლებსა და კონსტრუქციებზე აქციის მონაწილეებმა წითლად, ინგლისურ და ჩინურ ენაზე დაწერეს: "თვალი თვალის წილ".
"ჰონგ-კონგის პოლიცია გაგიჟდა. ისინი ძალადობის ზღვარს გასცდნენ და დაარღვიეს წესები. ჰონგ-კონგი მალე ფეხზე დადგება და არ გვეშინია", — ამბობს აქციის 22 წლის მონაწილე.
დემონსტრანტების თქმით, აეროპორტი იმიტომ აირჩიეს, რომ ფიქრობენ, პოლიცია საერთაშორისო ვიზიტორების თვალწინ ცრემლსადენ გაზს ვერ გამოიყენებდა.
ჰონგ-კონგში, შაბათ-კვირის განმავლობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიცია იყენებდა რეზინის ტყვიებსა და ცრემსადენ გაზსს. აქციის მონაწილეების ნაწილი სცემეს და დაასისხლიანეს.
მთავრობა დემონსტრანტების პროტესტს "არალეგალურსა" და "საშიშს" უწოდებს. მათ აქციის მონაწილეებს ოფიციალურად უწოდეს "ტერორისტები". ისინი ამბობენ, რომ ეს პროტესტი უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე. პოლიციამ 600 ადამიანი დააკავა.
უკვე ორ თვეზე მეტია, სადავო საექსტრადაციო კანონის გამო დაწყებული დემონსტაციები აღარ წყდება. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. დღეს აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები სისტემას უსამართლოსა და დაუნდობელს უწოდებენ.
ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.
მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები