მსახიობი და მოდელი ჯოშ კლოსი, რომელიც კეტი პერის 2010 წლის კლიპში, Teenage Dream მონაწილეობს, ამბობს, რომ მომღერალმა ის გორგოლაჭების სასრიალო მოედანზე სექსუალურად შეავიწროვა.

კლოსის თქმით, ისინი ერთმანეთს კლიპის გადაღების შემდეგ დიზაინერის დაბადების დღეზე შეხვდნენ:

"ჩავეხუტეთ. იმ დროს ის ჯერ კიდევ მომწონდა. როგორც კი შევბრუნდი, რომ ჩემი მეგობრისთვის წარმედგინა, მან ადიდასის შარვალი და ტრუსი ჩამხადა, რომ მისი გეი მეგობრებისთვის და გარშემო მყოფებისთვის ჩემი პენისი ეჩვენებინა. წარმოგიდგენიათ როგორ შერცხვენილად და საცოდავად ვიგრძენი თავი?"

მან ასევე გაიხსნენა პერისთან მუშაობის გამოცდილება და თქვა, რომ მომღერალი მის კოცნას "საზიზღრობას" ეძახდა. ის დასძენს, რომ მუსიკოსის წარმომადგენლები მასთან საუბარს უკრძალავდნენ.

მომღერალს და მის წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.