დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შემდეგ ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტმა ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ფრენა მას შემდეგ გაუქმდა, რაც ტერიტორია ანტისამთავრობო აქციის ათასობით მონაწილემ დაიკავა. აქციის მონაწილეებს სურდათ პოლიციის ძალადობაზე მსოფლიოსთვის მოეყოლათ. დემონსტრანტების თქმით, აეროპორტი იმიტომ აირჩიეს, რომ ფიქრობენ, პოლიცია საერთაშორისო ვიზიტორების თვალწინ ცრემლსადენ გაზს ვერ გამოიყენებდა.

ჰონგ-კონგში, შაბათ-კვირის განმავლობაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიცია იყენებდა რეზინის ტყვიებსა და ცრემსადენ გაზსს. ვიდეოებში, ასევე, ჩანდა, როგორ სცემდნენ ხელკეტებით აქციის მონაწილეებს.

ჰონგ-კონგში უკვე ორ თვეზე მეტია, სადავო საექსტრადიციო კანონის გამო დაწყებული დემონსტაციები არ წყდება. ახალი კანონის თანახმად, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს — ერთი ქვეყანა, ორი სისტემა.

გაიგეთ მეტი: