შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

მათი ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის გულისხმობს.

  • 260-ე მუხლის მესამე ნაწილი — დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა — პატიმრობა 5-დან 8 წლამდე;
  • 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი — განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა — პატიმრობა 8-დან 20 წლამდე, ან უვადო.