20 ივნისის ღამეს დაკავებული 7 მოქალაქე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ყველა მათგანს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს, რაც 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს აქცია #სირცხვილიას მონაწილეებმა. მათი თქმით, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის და პროკურატურის დაკვეთას ასრულებს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ბრალდებულების ოჯახის წევრებიც. ისინი ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები მტკიცებულების გარეშე დააკავეს.

20 ივნისის აქციის დაშლა ხელისუფლებამ გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ამ პროცესში დაშავდა მინიმუმ 240 ადამიანი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორ ადამიანს ამოაჭრეს თვალი. სპეცრაზმის თანამშრომლები დამიზნებით ესროდნენ მოქალაქეებს. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.