ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ ოსურმა მხარემ წნელისში საგუშაგოს აშენება გადაწყვიტა
საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ ოსური მხარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საგუშაგოს აშენებას აპირებს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, მათი მოთხოვნა უცვლელია.
"ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, ერთიან შედეგამდე ჯერ ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება", — განაცხადა ბიბილოვმა.
გუშინ, 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ მათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და "პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს". შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.
ოსურმა მხარემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დრო პარასკევს, დილის 6 საათამდე მისცა. ეს ულტიმატუმი ქართულმა მხარემ არ შეასრულა.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე ამბობს, რომ ოსური მხარისგან ულტიმატუმის პათოსით საუბარი [საგუშაგოს დაშლაზე] გაუგებარი და "კატეგორიულად მიუღებელია". მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან არსებული ტერიტორია 2008 წლის ომამდეც და მის შემდეგაც მიიჩნეოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიად.
ამის შემდეგ ცხინვალის ინიციატივით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახა ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის მხარემ თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მათი განზრახვა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მან სოფელ ჩორჩანასთან განაცხადა, სადაც შეხვედრა დასრულდა.
მისივე განცხადებით, საგუშაგოს ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა. ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგ კვირაში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება.
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები