"კაროლივით" ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად, დაგახურავ თავზე — ბაღის გამგის მუქარა ჟურნალისტს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას საბავშვო ბაღის გამგე, მედეა მამულაძე TV25-ის ჟურნალისტს "თავზე მიკროფონის დახურვით" დაემუქრა. გარდა ამისა, საბავშვო ბაღის გამგე ჟურნალისტ სულხან მესხიძეს სხვადასხვა თანამდებობის პირის "შეწუხებით" დაემუქრა. მისივე თქმით, მას უშიშროებიდანაც არ აკლია მხარდაჭერა.
TV25-ის ჟურნალისტის თქმით, მედეა მამულაძე საბავშვო ბაღის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ პოსტებს აქვეყნებდა. ამ დროისთვის არც ერთი პოსტი აღარ იძებნება. გარდა ამისა, არხმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერები, სადაც ბაღის ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დაპირისპირება ჩანს.
სატელეფონო საუბარში მედეა მამულაძემ TV25-ს დაუდასტურა, რომ ფეისბუქზე პოსტებს თვითონ წერს და თანამშრომლებთან კონფლიქტი ნამდვილად აქვს. მისივე თქმით, თანამშრომლები ბაღიდან მის გაგდებას ცდილობენ. თუმცა შემდგომში მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ის "ინტრიგნულს ედევნება" და "ყველაფრის აწრიალებითა" და "თავზე დახურვით" დაემუქრა:
"მთელი რაიონი ავაწრიალე და ბაუჩაძეს სასამართლო მოვუგე, "კაროლივით" ვზივარ ბაღის ხელმძღვანელად. ავაწრიალებ ყველაფერს, დაგახურავ თავზე. არც ვახტანგ ბერიძიდან [აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე] მაკლია მხარდაჭერა, არც ანზორ ბოლქვაძისგან [ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი] და არც ბაღების დირექტორისგან და არც უშიშროებისგან. დაგახურავთ ყველაფერს თავზე. რაც ამოსაქექი იყო ბაუჩაძის დროს, ამოგექექათ და გაგეშუქებინათ მართლა. ცოტა ნორმალურად იაზროვნე, მე გეუბნები შენ. გაფრთხილებთ, ანზორ ბოლქვაძეს კიდევ შევაწუხებ, ვახო ბერიძეს კიდევ შევაწუხებ. აჭარის მთავრობამდე მისვლამდე, თორნიკე რიჟვაძესთანაც [აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი] შესასვლელი ვარ, მთელი ცხოვრება მაქვს მოსაწყობი და კიდევ შევაწუხებ, მაგ 25-ე არხის მიკროფონს დაგახურავ თავზე", — უთხრა მედეა მუმლაძემ ჟურნალისტს.
სიუჟეტის ანონსის ფეისბუქზე გამოქვეყნების შემდეგ მედეა მამულაძე სულხან მესხიძეს ანონსის აღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვიტმკვლელობით დაემუქრა. აღნიშნულ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები