პრეზიდენტმა ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერობიდან გადააყენა. ამის შესახებ On.ge-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

კითხვაზე, გადააყენეს თუ არა ის რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტის გამო, პასუხობენ, რომ ის რჩება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტში.

On.ge ამ ინფორმაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადამოწმებას რამდენიმე დღეა ცდილობს. თუმცა, საწყის ეტაპზე მოისწრაფიშვილის გათავისუფლება ადმინისტრაციაში უარყვეს, შემდეგ კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერად სალომე ზურაბიშვილის არჩევიდან რამდენიმე კვირაში დაინიშნა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, მანამდე კი სხვადასხვა ტელევიზიაში.