ფელისიტი ჰოფმანს კოლეჯის სკანდალის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა
პოპულარული ამერიკული სერიალის, სასოწარკვეთილი დიასახლისების მსახიობს, ფელისიტი ჰოფმანს კოლეჯის სკანდალის საქმეში მონაწილეობისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ასევე მოუწევს ჯარიმის სახით $30 000 დოლარის გადახდა და 250 საათის განმავლობაში საზოგადოების საკეთილდღეოდ მუშაობა.
ჰოფმანმა 2017 წელს $15 000 გადაიხადა იმისთვის, რომ მისი შვილის გამოცდის შედეგები საიდუმლოდ გასწორებულიყო, რათა მას უნივერსიტეტში ჩაებარებინა. საიდუმლო სქემა წლის დასაწყისში გამოაშკარავდა, რომლის მიხედვითაც, მდიდარი ოჯახები შვილების სასწავლებელში მოსახვედრად ფულს იხდიდნენ. დანაშაულში სულ 50-მდე მონაწილე პირი იკვეთება, თუმცა მათ შორის არ არიან მათი შვილები.
"ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს ქალიშვილს, ჩემს ქმარს, ჩემს ოჯახს და საგანმანათლებლო საზოგადოებას. განსაკუთრებული ბოდიში კი მინდა მოვუხადო სტუდენტებს, რომლებიც ბევრს შრომობენ სასწავლებლებში მოსახვედრად და მათ მშობლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ შვილების ხელშესაწყობად", — განაცხადა ჰოფმანმა განაჩენის გაგების შემდეგ.
პროკურატურა ჰოფმანის წინააღმდეგ 6-კვირიან პატიმრობასა და $20 ათასის ოდენობის ჯარიმას ითხოვდა. მოსამართლის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჰოფმანი საკუთარი დანაშაულის მიმართ პასუხისმგებლობას იაზრებს, თუმცა დასძენს, "კარგი დედობა მისი საქციელის გამართლება არაა".
ჰოფმანი პირველია, რომელსაც ამ საქმეზე განაჩენი გამოუტანეს. მსახიობმა წარსულში განაცხადა, რომ მისი ქმედებების შესახებ მისმა შვილმა არაფერი იცოდა და ამ ამბის გაგებამ ის ემოციურად გაანადგურა.
"ჩემი შვილი მიყურებდა, სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და მეკითხებოდა: "რატომ არ გჯეროდა ჩემი? რატომ ფიქრობდი, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი?" მის კითხვებზე ადეკვატური პასუხი არ მქონია. მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემეძლო. შეშინებული და სულელი ვიყავი და უადგილო ნერვიულობის დროს გავაკეთე ის, რისი არიდებაც ყველაზე მეტად მინდოდა. მე ჩემი შვილის მომავალი დავთმე და მას სახელი გავუტეხე", — დაწერა ჰოფმანმა მოსამართლისთვის განკუთვნილ წერილში.
კოლეჯების სკანდალის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია ამერიკელი მსახიობი და მილიონერი ლორი ლოულინი, რომელმაც შვილების უნივერსიტეტებში მოსახვედრად ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადა. თუმცა ლოულინი ბრალდებას უარყოფს. მისი სასამართლო 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ბრალდებულებს შორისაა ამერიკელი მწერალი ჯეინ ბუკინგემი, რომელმაც თავისი შვილის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის 50 ათასი დოლარი გადაიხადა და იგივეს გეგმავდა თავისი უმცროსი შვილისთვის და ცნობილი ინსტაგრამ-მოდელისთვის, ლილია ბუკინგემისთვის. ჯეინ ბუკინგემი ასვე ატარებდა ლექციებს, სახელწოდებით თავდაჯერებულ მშობლებს თავდაჯერებული შვილები ჰყავთ.
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
კომენტარები