ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: მოსახლეობის 49 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების მხოლოდ 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ფოტო: NDI

მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48 პროცენტი), ფასების ზრდა და ინფლაცია (34 პროცენტი) და სიღარიბე (33 პროცენტი).

ფოტო: NDI

მნიშვნელოვანი კორელაციაა ქვეყნის მიმართულების შეფასებასა და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლით კურსს შორის.

ფოტო: NDI

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.7 პროცენტი.

ამავე თემაზე: