თბილისში, პარლამენტის შენობასთან "გავრილოვის ღამის" 3 თვის თავზე აქცია #სირცხვილია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

დღეს 3 თვე გავიდა, რაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციები თბილისში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 20 ივნისს თბილისის პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

რუსი დეპუტატის ეს ქმედება იმავე საღამოს რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქცია გვიან ღამით პოლიციამ ძალის გადამეტებით დაშალა. სპეცრაზმელების ტყვიამ ორ მოქალაქეს თვალი დააკარგვინა, რამდენიმე ათეული ადამიანი კი საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა. საპარლამენტო უმრავლესობამ კი ის დააწინაურა და პრემიერად დანიშნა.