ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.

ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ტურიზმი, ბიზნესი ან ივენთ-მენეჯმენტი. ჩამოთვლილ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელიც თანხვედრაშია თანამედროვე ტენდენციებთან. ტიო მდებარეობს ჰოლანდიაში. მას გააჩნია რამდენიმე კამპუსი სხვადასხვა ქალაქში: უტრეხტში, ამსტერდამში, ეინდჰოვენში, ჰენგელოსა და როტერდამში. ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ უტრეხტისა და ამსტერდამის კამპუსებზე ისწავლება.

ტიო გასცემს ბაკალავრის დიპლომს სამი მიმართულებით: სასტუმროსა და ივენთების მართვა, საერთაშორისო ტურიზმი და საერთაშორისო ბიზნესი. უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ანუ სტუდენტები სწავლობენ კეთებით და აკადემიური პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასწავლო ჯგუფები არის მცირე ზომის, რაც ნიშნავს ინდივიდუალურ ყურადღებასა და სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებას.

ტიო მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ მიიღონ დაფინანსებაც მაქსიმუმ 50%-ს ოდენობით. დაფინანსება დამოკიდებულია მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე.

TIO-ს უნივერსიტეტის არჩევის შემთხვევაში LEAF უფასოდ გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 5 ოქტომბერს, 12 საათიდან 18 საათამდე, სასტუმრო ჰოლიდეი ინში.