სავაჭრო ცენტრი თერგი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე ღია კერაა და ცეცხლი შერეულ საწყობს უკიდია.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანრო-სამაშველო ჯგუფი. დაშავებულებს შესახებ ინფორმაცია არ არის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

თერგის სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2018 წლის თებერვალშიც იყო. მაშინ 3000 მ2-მდე ტერიტორია დაიწვა. შენობის მესამე სართულზე ხანძარი 27 თებერვალს, შუაღამით გაჩნდა. ცეცხლს 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. სავაჭრო ცენტრში განთავსებული იყო მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ასევე, იყიდებოდა თამბაქოს ნაწარმი და სასურსათო პროდუქცია.