შმAXI ტაქსის ნაცვლად — გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ
პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ გამოდის და TAXI-ს ნიშნის ნაცვლად შმAXI წარადგინა. გირჩში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტს საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს.
პრეზენტაცია წიწამურთან, ილია ჭავჭავაძის ძეგლის წინ გაიმართა. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ჭავჭავაძის ძეგლთან შეკრება სიმბოლურია:
"დაახლოებით, საუკუნე-ნახევრის წინ წიწამურთან მოკლეს ეს კაცი. ჩვენი აზრით, ამ ქვეყანაში ამ კაცთან ერთად საღი აზრი მოკლეს. ჭავჭავაძე იყო ადამიანი, რომელიც ამ ერს მორალს სწორად უკითხავდა. ჩვენი აზრით, გირჩიც, რაღაც თვალსაზრისით, არის ამის გამგრძელებელი".
მისივე განმარტებით, ჩვენი საზოგადოება "არასწორი მორალით ცხოვრობს", რის გამოც გვაქვს არასწორი რეგულაციები და ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ტაქსების რეგულაციაა.
"თბილისის მერიამ უმუშევრად დატოვა ათობით ათასი ადამიანი და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეშვა, ჩვენი აზრით, საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელის იქნება, ასევე, იქნება საგანმანათლებლო. ეს იქნება ბორბლებზე მოძრავი უნივერსიტეტი. ანუ ბევრი ადამიანი გაშლილი დედაქალაქში, რომელიც ავრცელებს სწორ მორალს".
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, მათ დააფუძნეს კომპანია შმAXI, რომელიც დაიქირავებს მასწავლებლებს. ეს მასწავლებლები თბილისში მგზავრებს ჩაისვამენ და მათ ინფორმაციას მიაწვდიან.
"თითოეულ ადამიანს, რომელიც ტაქსაობით ირჩენდა თავს და მერიამ დატოვა უმუშევარი, კომპანია შმAXI სთავაზობს მათ, შეეშვან ტაქსაობას და იშმაქსაონ. თუ მათ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, რომ შეძლებენ მოსახლეობაში გირჩის იდეების სწორად გავრცელებას, ნებისმიერ ციფრულ ფორმატში მივაწვდით ჩვენს საგანმანათლებლო ვიდეოებს, რომელიც გვაქვს ასეულობით".
რაც შეეხება ანაზღაურებას ჯაფარიძე ამბობს, რომ სერვისის ანაზღაურება მოხდება არა მანძილის გავლის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, რამხელა საგანმანათლებლო მასალას მოასმენინებენ მგზავრებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები