თიბისი ჯგუფისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის გასაკრიტიკებლად სექსისტური გამონათქვამები გამოიყენა.

ხაზარაძის ამ განცხადებას On.ge მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ:

"მაია ცქიტიშვილს, წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი მას რა გამოცდილება ჰქონდა წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ..."

საქართველოში ქალები თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან სექსისტურ დამოკიდებულებს. საჯარო პირების მიერ გამოთქმული მსგავსი გამონათქვამები კი საზოგადოებაში სტერეოტიპების გაღრმავებას უწყობს ხელს.