საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ 2014 წლის აგვისტოში ხუთი დღის ულიმიტო როუმინგში 29 254 ლარი დახარჯა. აუდიტის სამსახური აღნიშნულ ხარჯს არაგონივრულს უწოდებს.

ამ პერიოდში სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე და რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე იყო, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მას აღნიშნული პოსტი 2007 წლიდან ეკავა.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, 2014-2017 წლებში როუმინგული მომსახურებისათვის ელექტროსისტემის მიერ გაწეული ხარჯი 227 199 ლარი იყო. აქედან მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის როუმინგისთვის ელექტროსისტემამ 156 738 (69%) ლარი გადაიხადა.