თბილისში კაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანილი.

დაჭრილის ახლობელი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ კაცი ლისის ტბაზე დაჭრეს და შემდეგ მანქანით შარტავაზე, სახლთან მიიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას), 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.