ხაშურში ახალგაზრდა ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.