ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში 23 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. უწყების განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება 4 ოქტომბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენო სკანერით დეტალური დათვალიერების აღმოაჩინეს.

ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქმეზე გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა ქვეპუნქტი მიმდინარეობს.