ნობელის პრემია 2019 — ეთიოპიის პრემიერმინისტრის ბრძოლა მშვიდობისთვის
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს სტოკჰოლმის ნაცვლად ოსლოში აცხადებენ — გადაწყვეტილების ავტორი თავად ალფრედ ნობელი გახლდათ. ეს ტრადიაციად ქცეული გამონაკლისი არც წელს დაირღვა. კომიტეტის წლევანდელი რჩეული ეთიოპიის პრემიერმინისტრი გახდა
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წელს 301 კანდიდატი იყო წარდგენილი: მათგან 223 ადამიანი და 78 ორგანიზაცია. წლევანდელი გამარჯვებული ეთიოპიის პრემიერმინისტრი, აბი აჰმედი გახდა. მას პრემია საერთაშორისო თანამშრომლობისა და მშვიდობის დამყარებისთვის გადაეცა.
არც ომი, არც მშვიდობა — 20 წლიანი სასაზღვრო კონფლიქტი
ერიტრეა ეთიოპიის ფედერაციის შემადგენლობაში 1950-იანი წლებიდან იმყოფებოდა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის მისი ბრძოლა დაახლოებით 30 წელი გრძელდებოდა. ეს ნამდვილი, სისხლიანი კონფლიქტის ისტორიაა, რამაც ორ მოსაზღვრე ქვეყანას შორის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჩამოაყალიბა. 1993 წელს ერიტრეა ეთიოპიას სამხედრო კონფლიქტში მიღწეული წარმატების შემდგომ გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოცხადა. მეზობლებს შორის კონფლიქტი 1998 წლის 6 მაისს განახლდა.
საზღვრისპირა ქალაქი ბადმე არაფრით გამორჩეული დასახლებაა: იქ ვერ ნახავთ ვერც ნავთობჭაბურღილებსა და ვერც ალმასის მომპოვებელ საბადოებს. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს მცირე დასახლება გახდა კონფლიქტის მიზეზი, სადაც ერიტრიელი ჩინოვნიკების მკვლელობას პასუხად ერიტრეას არმია შეიჭრა.
"მელოტთა ჩხუბი სავარცხლისათვის" — ასეთ ანალოგიას იყენებენ ამ კონფლიქტის აღწერისას, რადგანაც თითქმის უსაფუძვლო სამხედრო დაპირისპირებას რაიმე სახის სარგებელი არცერთი ქვეყნისთვის მოუტანია. სისხლიანი კონფლიქტი 2 წელი გაგრძელდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან ჯამში დაახლოებით 70 000 ადამიანი ემსხვერპლა და ერთი ამდენი ლტოლვილად იქცა. 2 000 წელს გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება მხოლოდ 18 თვის ვადით იქნა მიღებული და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე "არც ომი არც მშვიდობა" მოცემულობაში აღმოჩნდა.
აბი აჰმედი — რეგიონში მშვიდობისკენ მიმავალი რთული გზა
აბი აჰმედი ეთიოპიის პრემიერმინისტრის პოსტს 2018 წლის აპრილიდან იკავებს. მისი გამარჯვება ეთიოპიისათვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. იგი პოლიტიკური მოძრაობს, ეთიოპიის ხალხთა რევოლუციურ-დემოკრატიული ფრონტის ლიდერი გახლავთ. ეს 4 პარტიისგან შექმნილი კოალიცია ერთ-ერთი ყველაზე ავტოკრატიული პარტიაა მთელ აფრიკაში. ამ ყველაფრის ფონზე, აბი აჰმედს პოლიტიკური კურსი დემოკრატიისკენ აქვს აღებული და მას ღრმად სწამს გამოხატვის თავისუფლების დიდი მნიშვნელობის. მისი მმართველობის პირობებში ათასობით პოლიტ. პატიმარი გათავისუფლდა ციხიდან, მედიას ცენზურა მოეხსნა, აქამდე აკრძალულ ოპოზიციურ პარტიებს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცათ, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვნენ ქალები და კორუმპირებული ჩინოვნიკები თანამდებობიდან განთავისუფლდნენ.
თანამდებობაზე მოსვლის დღიდან პრემიერმინისტრი გარკვევით მიუთითებდა, რომ ერიტრეასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ერიტრეას პრეზიდენტთან, ისაიას აფევერკისთან თანამშრომლობით აჰმედიმ სწრაფად შეიმუშავა სამშვიდობო შეთანხმების პრინციპები და 20 წლიანი "არც ომი, არც მშვიდობა" ორ ქვეყანას შორის საბოლოოდ სამშვიდობო ხელშეკრულების დამტკიცებით დასრულდა.
ეთიოპია ამ ნაბიჯით მისაბაძ მაგალითად იქცა რეგიონისათვის. ერიტრეასთან დიპლომატიური კავშირის აღდგენის კვალდაკვალ პრემიერმინისტრმა ურთიერთობები დაათბო ასევე მეზობელ ჯიბუტისთან. აბი აჰმედი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე კენიასა და სომალის შორის მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში — ქვეყნები ერთმანეთს სადავო საზღვაო ტერიტორიის გამო უპირისპირდებიან. ეთიოპიელი პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობის პირობებში ამ კონფლიქტის მოგვარების იმედი გაჩნდა.
სანგრებიდან მშვიდობიანი მოლაპარაკებების მაგიდისკენ გადაინაცვლა სამოქალაქო კონფლიქტმა სუდანშიც. 2019 წლის 17 აგვისტოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონფლიქტი განახლებული კონსტიტუციის მიღებით და ქვეყნის მმართველობის მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა. მთელ ამ პროცესში აჰმედიმ საკვანძო როლი შეასრულა.
ზოგიერთთა მოსაზრებით, კომიტეტის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. თუმცა ამის საპასუხოდ ნორვეგიის მეცნიერთა აკადემიამ განაცხადა, რომ აბი აჰმედის ღვაწლი დაფასებას აუცილებლად საჭიროებს და ეს ნაბიჯი ასევე წამახალისებელი იქნება სხვა აფრიკელი ლიდერებისთვისაც.
პრემიების გადაცემის საზეიმო ცერემონია 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები