ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის, "ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ოკუპაციის პირობებში საქართველოში რუსული თეატრის გასტროლები მიუღებელია. აქცია მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიას ორგანიზებით გაიმართა.

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მოსკოვის თეატრ "ნიკიტკის კარიბჭეს" მასპინძლობს. მესხიშვილის თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასტროლების ფარგლებში სცენაზე ორი სპექტაკლის ჩვენებაა დაგეგმილი.

მესხიშვილის თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა რეგინფოსთან თქვა, რომ მოსკოვის თეატრი ქუთაისში მათი მიწვევით იმყოფება იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსის თეატრებს შორის არის გაფორმებული.