"ძალიან ჭყინტი ხართ", — ეს სიტყვები პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უთხრა. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კანდიდატს ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს.

"კონიაკის ნებისმიერი მოყვარული გეტყვით, რომ ოცი წლის დაძველებით კონიაკი ჯობია, ვიდრე სამი წლის დაძველებით", — თქვა გოგიჩაიშვილმა.

დღეს, 21 ოქტომბერს პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს უსმენენ. 2019 წლიდან მიქაბერიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მოსამართლედ ის 2013 გამწესდა ბათუმში. 2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. მანამდე, მიქაბერიძე სასამართლო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ.