იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი პრეზიდენტს მიმართავს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის კვოტით იმყოფება.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. პრეზიდენტისადმი მის მიმართავს, იუსტიციის საბჭოს სხვა მოსამართლე წევრებიც უჭერენ მხარს.

"იგი უკვე არსებითად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც", — აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძე 2018 წლის 8 იანვარს დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა. მისი კანდიდატურა ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.