ტრამპმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკლელობა დაადასტურა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხედრო ოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობა დაადასტურა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში ჩატარდა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, ალ-ბაღდადის ადგილმდებარეობის დადგენისას სახლიდან მისი 11 ბავშვი გაიყვანეს. საჰაერო დარტყმის შემდეგ ISIS-ის ლიდერმა საიდუმლო გვირაბით გაქცევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ტრამპის მტკიცებით, ალ-ბაღდადმა სამ შვილთან ერთად თავი აიფეთქა.
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მას შემდეგ არ უნახავთ, რაც მან 2014 წლის ივლისში ერაყსა და სირიაში ჰალიფატის შექმნა გამოაცხადა. მას შემდეგ მისი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. მიმდინარე წლის სექტემბერში სავარაუდოდ მისი ბოლო ვიდეომიმართვა გავრცელდა.
ალ-ბაღდადს მსოფლიოს პირველ დამნაშავედ და ისლამური სახელმწიფოს ლიდერად მოიხსენიებდნენ. 2011 წელს აშშ-მ ის ოფიციალურად ტერორისტად გამოაცხადა და მასზე ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.
მისი რეალური სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის ერაყში 1971 წელს დაიბადა. სხვადასხვა ინფორმაციით, 2003 წელს კოალიციის ჯარების შეჭრისას ალ-ბაღდადი სამარის მეჩეთში წინამძღოლი იყო. ზოგიერთი ექსპერტი კი ფიქრობს, რომ ის ჯერ კიდევ სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობისას იყო ჯიჰადისტი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები