სეკულაური სახელმწიფო ნიშნავს, რომ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ — მდინარაძე იაკობის გადადგომას არ აფასებს
მმართველი პარტიის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მისგან, როგორც პარლამენტარისგან უპასუხისმგებლობა იქნება მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან წასვლა შეაფასოს. მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
"სეკულაური სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ არავითარ შემთხვევაში", — განაცხადა მდინარაძემ.
რამდენიმე თვის წინ სწორედ საპატრიარქოს მოთხოვნით გაიწვია მთავრობამ მარიხუანის სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით კულტივაციის კანონპროექტი. იმ პერიოდში მეუფე იაკობი ღიად აკრიტიკებდა და ემუქრებოდა მთავრობას, რომ ხალხის ძალას დაანახებდა.
დღეს, 28 ოქტომბერს მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით დატოვა.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს TV პირველის ეთერში ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრა გაიხსენა, სადაც "ეჩალიჩებოდნენ პატრიარქ ილია მეორის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე". მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდა სამი ადამიანი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსი ვახტანგ გომელაური, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი.
კითხვაზე, პრემიერთან შეხვედრაზე განიხილებოდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება, თუ მკვლელობა, იაკობმა უპასუხა:
"ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ მოეკლათ... მე მაგას არ დავუშვებ. არც დიმიტრი [შიოლაშვილი], არც პეტრე [ცაავა], არც სხვები, არც ბატონი ბიძინა [ივანიშვილი]... მე შემიძლია გამოვიდე და ყველა მაგათზე ვთქვა, რას აკეთებდნენ, რას აშავებდნენ. ჭკვიანად თუ არ იქნებიან, გადავუვლი თავზე, რომ ჰგონია რომ ქვეყნის ხელმძღვანელია..."
ეპისკოპოს იაკობის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის ცენტრალურ კაბინეტში გაიმართა ეს შეხვედრა და ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის. იაკობის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტები იმაზე, რომ "მეუფე პეტრე და დეკანოზი [გიორგი მამალაძე] ერთად იყვნენ ყველაფერში". სასულიერო პირი ამბობს, რომ "ციანიდის საკითხი" მანამდე, ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი, რაშიც "სახელმწიფოც იყო ჩარეული".
მეუფე იაკობის თქმით, მთავრობის წევრებს პირველად თავად შეხვდა, შემდეგ კი მათ შეხვდნენ მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე:
"მათ [გიორგი] გახარია და ვახო [გომელაური] შეხვდა. მას [ვახტანგ გომელაურს] ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს [ჩხარტიშვილის] ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. რომელი 2020-ის არჩევნები? ყველას მივხედავ".
მეუფე იაკობის ბრალდებები უარყო პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მეუფე პეტრემ კი პროკურატურას მოუწოდა, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები