თბილისში, სავარაუდოდ, გაზი კიდევ ერთ კორპუსში აფეთქდა. შემთხვევა თევდორე მღვდლის ქუჩაზე, #38-ში მოხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, აფეთქების შედეგად დაინგრა კორპუსის მეხუთე სართული. სხვა დეტალები უცნობია.

გაზის დაგროვების გამო კორპუსი რამდენიმე დღის წინ გურამიშვილის გამზირზეც აფეთქდა.