შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს — ნინო ბურჯანაძე
რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მსურველი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია მთავარის ეთერში აცხადებს, რომ სინოდის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრეს ჰომოფობიური განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ პატრიარქი "მამათმავლობითაა დაავადებული", შეურაცხმყოფელი იყო მისთვის და მთელი ერისთვის.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამ განცხადებას საზოგადოება უნდა გამოეხმაუროს, ხოლო მეუფე პეტრეს სიტყვებს ის "ღალატს" უწოდებს, რომელსაც, მისი აზრით, საპატრიარქომ უნდა უპასუხოს. ის ასევე აცხადებს, რომ დღევანდელი მოვლენები ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოში "ხელის ფათურის" დამსახურებაა:
"[ჩემი რეაქცია არის] შოკი. ეს არის შეურაცხყოფა თითოეული ჩვენგანის, ეს არის დარტყმა პრაქტიკულად სასიკვდილოდ გამეტებული, ერის, ბერის, ქვეყნის. მიუღებელია, როდესაც მსგავსი რამ სასულიერო პირისგან მოდის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ [მეუფე პეტრეს განცხადებაზე] საზოგადოებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამას უნდა უპასუხოს საპატრიარქომაც და იმედი მაქვს, ადეკვატური იქნება და ძალიან მკაცრი".
ნინო ბურჯანაძე მოვლენებს საკუთარ ფეისბუქზეც ეხმაურება:
"დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს. ახლა საზოგადოება ვალდებულია დაიცვას პატრიარქის ღირსება, რაც იგივეა დაიცვას ერის, ბერის და ჩვენი სარწმუნოების ღირსება".
ბურჯანაძე მთავართან საუბრისას ასევე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის განცხადებას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, მას [იმდროინდელი შს მინისტრი] გიორგი გახარია და [სუსის იმდროინდელი სამსახურის უფროსი] ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევაზე "ეჩალიჩებოდნენ". გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ამ განცხადებას ბოდვა უწოდა და განაცხადა, რომ პროკურატურა ამაზე გამოძიებას ვერ დაიწყებდა.
"მე რასაც ვხედავ, ხელისუფლების ცალკეული სტრუქტურები ძალიან ცუდად ერეოდნენ მღვდელმთავრების საქმიანობაში და იმ ბრძოლაში, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობდა", — აცხადებს ბურჯანაძე და ამ ბრძოლას პატრიარქის მაღალ ავტორიტეტს უკავშირებს.
ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "საკუთარ საქმეს მიხედოს" და სინოდის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, ხოლო პატრიარქს გამძლეობას უსურვებს:
"იმედი მინდა ვიქონიო, რომ პატრიარქი გაუძლებს ამ უმძიმეს და ძალიან ბინძურ დარტყმას, რომელიც მას მიაყენეს. მე ვუსურვებ რომ მან ფიზიკურად გაუძლოს, სულიერად რომ გაუძლებს ეჭვი არ მეპარება".
ბურჯანაძის სიტყვებით, მისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს მოვლენები ბიძინა ივანიშვილის ინტერესში არ შედის და აცხადებს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის გარეშე, ამ ქვეყანაში "არაფერი არ ხდება".
კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა დღევანდელი პროცესებით მოგებული საპატრიარქოს "პრორუსული ფრთა", ბურჯანაძე პასუხობს:
"როგორი გონებადაბინდული უნდა იყოს ვინმე, რომ იფიქროს, რომ ამით ვინმე მოგებული დარჩა. გავისვარეთ ყველა, თქვენ როგორ შეიძლება თავს არ გრძნობდეთ შეურაცხყოფილად".
სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".
მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.
მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები