პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ პროექტი დარეგისტრირდა
საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის შესახებ საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორი პროფესიული კავშირების გაერთიანებაა. წინადადება უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის კომიტეტს განსახილველად.
პროექტში ნათქვამია, რომ მინიმალური ხელფასი არის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს.
დოკუმენტში, მინიმალური ხელფასი განისაზღვრება სრულ განაკვეთზე დასაქმებულებისთვის თვეში 320 ლარის ოდენობით, არასრულ განაკვეთზე კი საათში ორი ლარის ოდენობით. პროექტის მიხედვით, ხელფასის გაცემის წესის კონტროლი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარია, საჯაროში კი 135 ლარი.
"მინიმალური ხელფასის დაწესება ქვეყანაში, მასზე ზედამხედველობა, მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყოფს სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის პრინციპების დამკვიდრებას, დასაქმებულთა ექსპლუატაციის პრევენციას. კანონპროექტის მიღების შედეგად, განსაკუთრებით დაბალანაზღაურებად დასაქმებულებს გაეზრდებათ შემოსავალი. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, გარკვეულ დონეზე შეძლონ სიღარიბისგან თავის დაღწევა", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
პროექტში მოყვანილია სტატისტიკის სამსახურის 2018 წლის მონაცემები, რომლის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბის დონე 22,3 პროცენტია, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა არის მოსახლეობის 11,6 პროცენტი. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, 100 ლარზე ნაკლები ჰქონდა 23 526 ადამიანს, 200 ლარზე ნაკლები 63 356 ადამიანს, 300 ლარზე ნაკლები კი 114 ათასს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები