საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელი 6,9 პროცენტს გაუტოლდა. მხოლოდ ოქტომბერში პროდუქტების ფასი 0,8 პროცენტით გაიზარდა. აქ გათვალისწინებული არ არის თამბაქოს ღირებულება.

ოქტომბერშიც წინა თვეების მსგავსად, კვლავ გაძვირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელები. ამ ჯგუფში ფასები 1,6 პროცენტით გაიზარდა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (10,9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3,9 პროცენტი) ქვეჯგუფზეც.

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხზე პროცენტი გაიზარდა. ამ ტიპის სესხი 102 ათასზე მეტ ადამიანს აქვს აღებული.

"პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება", — განმარტა მაშინ ეროვნულმა ბანკმა.