ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას აქვეყნებს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ფეისბუკში წერს, რომ ივანიშვილმა რუსთავი 2-სა და ტაბულას მასთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუ მომავალი კვირის ოთხშაბათს შესთავაზა. მოთხოვნებს შორის აღნიშნულია, რომ ჩაწერა უნდა მოხდეს ნეიტრალურ სივრცეში, რამდენიმე ჟურნალისტთან და მოდერატორთან ერთად.

გვარამიას თქმით, რუსთავი 2 თავის პასუხს დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება ტელეკომპანია ტაბულას დირექტორს, თამარ ჩერგოლეიშვილს, როგორც ის ამბობს, ის მზადაა, ეს შემოთავაზება მიიღოს: "მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო.

პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის - პირიქით, უკეთესია.

თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე - მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ".