პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის შემდეგ დაწყებულმა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა. რამდენიმე ადამიანი ახლა გზაზე ზის.

დღეს, 19 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციაა დაგეგმილი, მანამდე 17 საათზე კი პარტიები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

დღეს, 14 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.