American Horror Story-ის მეათე სეზონში საკულტო მსახიობები დაბრუნდებიან
სულ ცოტა ხნის წინ სატელევიზიო შოუების მაყურებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალის, American Horror Story-ის მეცხრე სეზონის ბოლო ეპიზოდიც გამოვიდა.
1984 - ასე ჰქვია ამ ანთოლოგიის ჯერჯერობით ბოლო სეზონს, რომელმაც სერიალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგს მიაღწია და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
მართალია, მეცხრე სეზონი დასრულდა, მაგრამ ეს სულაც არ არის ამ საყოველთაოდ ცნობილი სერიალის ფინალი: მეათე სეზონი უკვე დამტკიცებულია და მას 2020 წელს ვიხილავთ.
როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, სწორედ ამ სეზონით დასრულდება American Horror Story-ის ათწლიანი ისტორია. შესაბამისად, წინ აუცილებლად სანახავი შოუ გველოდება.
ცხრა სეზონიდან თითოეული სხვადასხვა თემატიკას მიეძღვნა: იქნება ეს სასტუმრო, აპოკალიფსი თუ კულტი. ამჟამად არ ვიცით, თუ რა იქნება მეათე სეზონის მთავარი სიუჟეტური ხაზი.
თუმცა სერიალის მთავარმა შემოქმედმა, რაიან მერფიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს ფინალურ სეზონში "ფანების საყვარელი მსახიობები დააბრუნოს."
რა თქმა უნდა, ფანების საყვარელ მსახიობებს შორის პირველ რიგში სწორედ ჯესიკა ლენგი, სარა პოლსონი და ივან პეტერსი გვახსენდება.
რაიან მერფიმ უფრო კონკრეტული მინიშნებაც მოგვცა: "თუ პირველ სამ სეზონს გადაავლებთ თვალს, მაშინ მარტივად მიხვდებით, თუ ვინ შეიძლება დაბრუნდეს ახალ სეზონში."
მოკლედ, თუ American Horror Story გიყვართ, მაშინ მეტი დეტალის გაგება, ალბათ, აღარც გჭირდებათ, ისე დაელოდებით მოუთმენლად მეათე სეზონის გამოსვლას.
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები