ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, საპროტესტო აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტში იარაღი შეიტანეს. როგორც არხის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, იარაღი შენობის კიბეებსა და დერეფნებშია განლაგებული. გარდა ამისა, პარლამენტის შიდა ეზოში სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე სპეციალური ეკიპირებაა მიტანილი.

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ შუადღით, სამ საათზე უნდა გაიმართოს. აქციის ორგანიზატორი სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა და ოპოზიციური პარტიაა. გარდა ამისა, პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე.

საკანონმდებლო ორგანოში იარაღის შეტანასთან დაკავშირებით On.ge ცდილობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს და დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.