შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიცია იმოქმდებს კანონის ფარგლებში

"საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა", — აცხადებს სამინისტრო.

სწორედ ამავე მიზეზით დაშალეს სამართალდამცავებმა 20 ივნისს გამართული ანტიოკუპაციური აქცია.

დღეს, 17 ნოემბერს, 15 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია. აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა და ოპოზიციური პარტიები არიან. გარდა ამისა, 17 საათზე პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე.

პარლამენტში შენობაში უკვე განლაგებულია გაძლიერებული საპოლიციო ძალები. საკანონმდებლო ორგანოში სპეცრაზმმა იარაღიც შეიტანა. საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ პარლამენტში ცეცხლსასროლი იარაღი არ არის.