"აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. აი, გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო", — განაცხადა გადაცემა Swot ანალიზში ბიძინა ივანიშვილმა.

ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი 1984 არა საუკუნეების, არამედ 70 წლის წინ, 1949 წელს გამოქვეყნდა. ჯორჯ ორუელი წიგნში გვიყვება სამყაროზე, რომელშიც ყველაფერი პირიქითაა: ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. აქ არსებობს სიმართლის სამინისტრო, რომელიც წარსულში მომხდარ მოვლენებს ისე ასწორებს, როგორც პარტიას სურს. რომანში არ არსებობს ინდივიდის ფენომენი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პარტიაზე და "დიდ ძმაზე", რომელიც ყველას უყურებს.