თბილისის მერმა კახა კალაძემ 54 ახალი მწვანე ავტობუსის პრეზენტაცია გამართა. მათგან 16 MAN-ს მარკის 10-მეტრიანი ავტობუსია, რომელიც შვიდი თვიუს დაგვიანებით ჩამოვიდა. მაისისთვის დაკვეთილი 40 ავტობუსიდან, ქალაქში ჯერ მხოლოდ 23 ჩამოვიდა. კახა კალაძემ წარადგინა ასევე ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი 38 ერთეული ავტობუსი.

ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში 90 ათმეტრიანი მწვანე ავტობუსი თბილისში 3 მაისს უნდა ყოფილიყო. თუმცა ამ დრომდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებულა. ხელშეკრულების მიხედვით, ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოსაყვანი ავტობუსების ღირებულების 0,2 პროცენტია. 40 ავტობუსზე დღიურად ჯარიმა 40 ათასი ლარია. პირობების დარღვევისთვის კომპანია, წესით, რამდენიმე მილიონით უნდა დაჯარიმდეს.