გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ მარველის სამყაროში განსაკუთრებული სიახლეა — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუპერგმირის, შავი ქვრივის შესახებ გადაღებული დამოუკიდებელი ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა.

ორწუთიან ვიდეოში სკარლეტ იოჰანსონი მთელი თავისი დიდებულებით გვევლინება:

სკარლეტ იოჰანსონი მარველის სამყაროს სუპერგმირად პირველად 2010 წელს ფილმში Iron Man 2 ვიხილეთ, მას შემდეგ კი სხვა საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ვეცნობოდით მისი თავგადასავლის დეტალებს ისეთ მაღალშემოსავლიან ფილმებში, როგორებიცაა The Avengers, Captain America: The Winter Soldier, Civil War, Infinity War და Avengers 4.

ამ უკანასკნელი ფილმის, შურისმაძიებლების ბოლო ნაწილის პრემიერა სწორედ წელს შედგა და შავი ქვრივის ტრაგიკული დასასრულიც მაშინ გამოვიტირეთ, თუმცა მარველმა საბოლოო გამოთხოვებამდე ჯერ ადრეაო და მნიშვნელოვანი გმირის შესახებ დამოუკიდებელი ფილმი გადაიღო.

სულ ცოტა ხნის წინ გამოსულ ტრეილერში შთამბეჭდავ კადრებთან ერთად ვხედავთ, რომ ფილმში სარლეტ იოჰანსონს კომპანიონობას გაუწევენ ისეტი მნიშვნელოვანი მსახიობები, როგორებიც დევიდ ჰარბორი (Stranger Things) და რეიჩელ ვაისი არიან (The Favourite).

ფილმის პრემიერა 2020 წლის პირველ მაისსაა დაგეგმილი.