მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ქართული ოცნების მხარდამჭერებმა წყალი შეასხეს.

მცხეთის მერიასთან ოპოზიციის აქციის პარალელურად იმართება ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც. ოპოზიციასა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის დგას პოლიციის კორდონი.

ამავე აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს.

მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქცია და კონტრაქცია 2 დეკემბერსაც გაიმართა. მცხეთის მერიასთან მისულ გაბედეს აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროში შესვლა სურდათ, რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ოცნების მხარდამჭერები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მერიასთნ მომხდარ დაპირისპირებაზე 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის 3 ქართული ოცნების, ხოლო 4 მოძრაობა გაბედეს აქტივისტი იყო.