10 საჩუქარი, რომელიც აჩვენებს, რომ მის შერჩევაზე ბევრი იფიქრე
ვაღიაროთ, ადამიანებს ძალიან უყვართ საჩუქრები და კიდევ უფრო მეტად - ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ამ საჩუქრების შერჩევაზე ბევრი იყოყმანა, იფიქრა, რჩევები იკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ყიდვა.
შესაბამისად მარტივად ვთანხმდებით, რომ "გზაში გადავაწყდი და ხელს გამოვაყოლე, ვიფიქრე მოგეწონებოდა" მთლად კარგი ფორმულა არაა მეგობრის, შეყვარებულის ან რომელიმე ოჯახის წევრის გასახარებლად.
სწორედ ამიტომ, შევეცდებით ის 10 საჩუქარი ჩამოგითვალოთ, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს მის შერჩევაზე (ვითომ-ვითომ) ბევრი იფიქრე:
ფასები მოცემულია სტატიის გამოქვეყნების მომენტისათვის
1. კოვზი, ჩანგალი და დანა, რომლითაც ლანჩის ჭამა დღესასწაულს ჰგავს
როგორი უნდა იყოს კარგი საჩუქარი? პრაქტიკული და ლამაზი. ჰოდა ეს კოვზი, ჩანგალი და დანა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს თავისუფლად აკმაყოფილებს.
ფასი: $15,99
2. ფუმფულა საძილე ნიღაბი მეგობრისთვის, რომელსაც ძილი და ფუმფულა საგნები უყვარს
პირველ რიგში ჩამოვწეროთ ყველა ის ადამიანი, ვისაც საახალწლო საჩუქარი უნდა გავუკეთოთ. მეორე ნაბიჯი ისაა, რომ გავიხსენოთ, რომელ მათგანს აწუხებს უძილობა. შემდეგ კი ვაჩუქოთ ფუმფულა საძილე ნიღაბი.
მარტივია, არა?
ფასი: $4,49
3. გარე დამტენი, რომელიც რამდენჯერმე დატენის ტელეფონს
რა აწუხებს ყოველ მეორე ადამიანს? მუდმივად დაჯდომის პირას მყოფი სმარტფონი. ჰოდა, ამ შემთხვევაში ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს იფიქრებ ამ საჩუქრის შერჩევაზე, გარე დამტენი ნამდვილად ისეთი საჩუქარია, რომლის საჭიროებაზეც ყველა თანხმდება.
ფასი: $11,89
4. პატარა და პრაქტიკული ყავის საფქვავი
დაივიწყეთ ძვირადღირებული ყავის აპარატი. სინამდვილეში ადამიანებს ცოცხალი, რეალური გამოცდილება უყვართ. თანაც, ყავის საფქვავს ყავის არაჩვეულებრივი სუნის გარდა, ნოსტალგიის შეგრძნებაც მოაქვს.
ფასი: $10,99
5. ჰობიტის ჩუსტები მათთვის, ვისაც ფეხზე სულ სცივა
დიდი შანსია ბოლოს ამ ჩუსტების გაჩუქება აღარ მოგინდეს, მაგრამ თავს თუ მოერევი, რომელიმე მეგობარს ამ ცივ ზამთარს გაულამაზებ.
ფასი: $15,99
6. ელექტრონული კბილის ჯაგრისი, რომ საჩუქრის ადრესატმა უფრო თამამად გაიღიმოს ხოლმე
ყველას მოსწონს ყურადღება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილიც. ჰოდა, ვისაც ამ ელექტრონული ჯაგრის აჩუქებ, ერთიც გარანტირებული ექნება და მეორეც.
ფასი: $7,99
7. მაგიდის ლამაზი გადასაფარებელი ოჯახის შედარებით უფროსი წევრებისთვის
ეს საჩუქარი მათთვისაა, ვისაც ოჯახურ, თბილ გარემოში მოსწონს დროის გატარება.
და ახალი არაფერია იმაში, რომ სახლის ინტერიერი პატარა წვრილმანმაც კი შეიძლება რადიკალურად შეცვალოს. მათ შორის ნამდვილად არის მაგიდის გადასაფარებელიც.
ფასი: $22,99
8. წიგნის LED განათება საყვარელ გმირებთან ერთად გამოგონილ სამყაროში სამოგზაუროდ
წიგნის LED განათება მათთვისაა ზედგამოჭრილი, ვინც გამუდმებით კითხულობს წიგნებს და საყვარელ გმირებზე საინტერესო ამბების გასაგებად მუდმივ მზადყოფნაშია.
ფასი: $20,99
9. წვერის მოვლის საშუალებები მათთვის, ვინც გადაკოცნისას გამუდმებით გვიჩხაპნის ლოყებს
ამ ნაკრებში ყველაფერია თავმოყრილი საიმისოდ, რომ კაცის წვერი უფრო რბილი, ლამაზი და სუფთა გახდეს.
ფასი: $18,99
10. ტელეფონის (ცუგა) დამჭერი, რომელიც საყვარელიც არის და პრაქტიკულიც
კი, ეს პატარა ცუგა გამოადგება ყველას, ვისაც ტელეფონის მუდმივად ხელში ჭერისგან ხელები სტკივა, ან იმხელა დისკომფორტს განიცდის, რომ მობილურში საყვარელი სერიალის ან ფილმის ყურებას უბრალოდ დაძინებას ამჯობინებს ხოლმე.
ფასი: $14,99
ჩვენი სხვა კოლექციები განსხვავებული საჩურების შერჩევაშიც დაგეხმარებათ
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები