ზუსტად ერთი წელია მოსახლეობა პურს გაძვირებული ფასით ყიდულობს. ზუსტად ამდენივე ხანია, რაც კონკურენციის სააგენტო ფასის ზრდის მიზეზს სწავლობს.

2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე არ შეცვლილა კონკურენციის სააგენტოს პასუხი. უწყება ახლაც აცხადებს, რომ მონიტორინგი მიმდინარეობს. ესაა ოფიციალური პასუხი კონკურენციის სააგენტოდან, რასაც On.ge ყოველთვიურად იღებს.

გასული წლის 10 დეკემბერს მაღაზიებში პურის ფასი 5-დან 10 თეთრამდე გაძვირდა. მაშინდელმა პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.

"მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, რომ უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", — ამბობდა მაშინ მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძემ.

მაშინდელმა პრემიერმა თანამდებობა ამ დავალების გაცემიდან 10 თვის თავზე დატოვა.

ამავე თემაზე: