საუკეთესო ინოვაციის კატეგორიაში გასამარჯვებლად Wely, Optio.Ai, Lawbot იბრძვიან
თიბისის ბიზნეს დაჯილდოებამდე ერთი კვირა რჩება და ყველა კატეგორიის ფინალისტები უკვე ცნობილია.
კატეგორიაში "საუკეთესო ინოვაციისთვის" სამი ქართული კომპანია იბრძვის, რომელთაც საკუთარი სფეროს შეცვლა შეძლეს.
ეს ნომინაცია სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ბიზნესში, ინოვაციები და ტექნოლოგიური სიახლეები უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი კომპონენტია.
შეფასების კრიტერიუმები კი ასეთი იყო:
- ინოვაციურობა მსოფლიო ბაზარზე
- ინოვაციურობა ქართულ ბაზარზე
- ინოვაციურობა ბიზნესის მართვის პროცესში
- ინოვაციური ტექნოლოგიების ან პროცესების ქართულ ბაზარზე ინტეგრირება
- კომპანიის გავლენა ბიზნეს სექტორზე
ვინ აფასებს მონაწილეებს?
საუკეთესო ინოვაციის კატეგორიის ჟიური ასე გამოიყურება:
სანდრო ასათიანი, ანდრო დგებუაძე, ბუბა ლეჟავა, ლაშა გოგუა, გიორგი ისაკაძე
სამეული კი ასე გამოიყურება:
1. ველი (Wely)
ველი შენობის მართვის უნიკალური ქართული კომპანიაა. დამფუძნებლებმა მუშაობა ჭკვიანი მრიცხველის შეთავაზებით დაიწყეს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, დისტანციურად ეკონტროლებინათ კომუნალური ხარჯი. მოგვიანებით მოთხოვნა მომსახურებაზე და მის მასშტაბებზე გაიზარდა. ველის მომხმარებლებს ახლა უკვე მთლიანი შენობის დისტანციურად მართვა შეუძლიათ, ზოგავენ დროს და იმარტივებენ ცხოვრებას ყოველდღიური ოპერაციების ავტომატიზაციით.
სენსორებისა და მოწყობილობების მარტივი ინსტალაციით ველის მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია 3D რეჟიმში დააკვირდეთ და აკონტროლოთ კლიმატური მართვის სისტემები, ბოილერები, ხანძარსაწინააღმდეგო და სასიგნალო სისტემები, ლიფტები და ა.შ.
"შენობის მართვის სისტემით (BMS) თბილისში მხოლოდ რამდენიმე დიდი კომპანია სარგებლობს, რადგან მონტაჟი და პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ ძვირია. ჩვენ პროგრამა ქლაუდზე გავიტანეთ და მომსახურება გავაიაფეთ. ის უკვე საშუალო და მცირე ბიზნესისთვისაც (მაგ: პატარა სასტუმროსთვის, მაღაზიისთვის და ა.შ.) ხელმისაწვდომია. ჩვენი დახმარებით კომუნალური ხარჯის 10-30%-მდე დაზოგვაა შესაძლებელი", - ამბობს ალექსანდრე კვიციანი, ველის თანადამფუძნებელი.
ამ ეტაპზე კომპანია ბიზნეს სფეროს, მათ შორის სათბურებს, ქარხნებს და სხვა კომერციულ ობიექტებს აქტიურად ემსახურება. ველის სამუშაო პროგრამა ადვილად გამოსაყენებელია და არ საჭიროებს კადრების გადამზადებას.
2. Optio.Ai
Optio.Ai ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საბანკო პროდუქტებს ქმნის და ბანკებს მომხმარებლების ქცევის ანალიზში ეხმარება. ტექნოლოგია, რასაც დღეს ბანკების უმეტესობა იყენებს, მოძველებულად ითვლება, ამიტომ, Optio.Ai-ს დამფუძნებლებმა შექმნეს ახალი და უფრო თანამედროვე პროგრამა - Optio Discovery.
Discovery ახდენს ფინანსური ტრანზაქციების კატეგორიზაციას და მონაცემების გამდიდრებას. ასევე, ის იყენებს ე.წ. მერჩანტების დასახელებებს (კომერციული ობიექტები, სადაც ბარათით გადახდა შესაძლებელია), რაც ანალიზისას მინიმუმამდე ამცირებს შეცდომის ალბათობას და ბანკს საშუალებას აძლევს ხარჯების კატეგორიზაციასთან ერთად, კონკრეტული მერჩანტის დონეზე მოახდინოს მომხმარებლის ხარჯვითი ქცევის ანალიზი: მაგალითად, რამდენს ვხარჯავთ რომელიმე კონკრეტულ სუპერმარკეტში.
"რეგიონალურ ბაზარზე კონკურენტები ცოტანი არიან, თუმცა საკმაოდ ბევრი ბანკია. თუ დროულად ვიმოქმედებთ, ახლო პერიოდში შევძლებთ მეტი ბანკის ათვისებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომია დამკვეთის მხრიდან მინიმალური რესურსის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო აადვილებს არსებულ და სამომავლო კლიენტებთან ურთიერთობას", - ამბობს გიორგი მირზიკაშვილი, Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი.
პროდუქტი Discovery უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ის ორ ბანკს ემსახურება და ყოველთვიურად 8 მილიონამდე ტრანზაქციას ახარისხებს.
3. იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA და მათი LawBot
CCLA იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოა, რომელმაც გადაწყვიტა ამ კონსერვატიულ მიმართულებაში ინოვაცია შეეტანა და პირველი იურისტი ბოტი შექმნა. LawBot-ს შეუძლია, ფეისბუქის დახმარებით დაგიმზადოთ ხელშეკრულებები, საჩივრები და სხვა იურიდიული დოკუმენტები, ასევე ინგლისურადაც უწევს დაინტერესებულებს კონსულტაციას ბინადრობის ნებართვის აღების საკითხზე.
ლობოტი თავიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დაფინანსების მიღების შემდეგ კი CCLA-მ საკუთარ საქმიანობაში სტუდენტებიც ჩართო, რომელთაც ჩეტბოტის დახვეწაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
სააგენტომ, ლობოტის შექმნასთან ერთად, გამართა კონფერენცია სამართალსა და ტექნოლოგიებში (LawTech) და ასევე, ჰაკათონი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
ამავე თემაზე:
ბიზნეს დაჯილდოება უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს კომპანიების წარმატების ისტორიებს. მისი მიზანია ბიზნესის პოპულარიზაცია და იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც ხარისხიან ქართულ პროდუქტებს ქმნიან.
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
-
გადახედვა"ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე "ლაზარეს იმედი არ აქვს, რომ გაამართლებენ, ოჯახიც ამ ტალღაზე ვართ" — თამთა კალანდაძე
-
-
გადახედვანახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო ნახეთ: ჰაბლმა ვარსკვლავის დაბადება გადაიღო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა
კომენტარები